ახმეტაში სახალხო დღესასწაული ,,ბიძინაობა’’ აღინიშნა
ახმეტის ცენტრში მოწყობილი იყო ფაცხები, სადაც ტურისტებს ხინკლის მზადების, ჩურჩხელების ამოვლების ნახვა და კერძების დაგემოვნება შეეძლოთ.
გარდა ამისა, მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაც.
ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ლატვიელი სტუმრები ესწრებოდნენ.