აგროდაზღვევის კანონპროექტის ინიცირებას ხელისუფლება არ ჩქარობს
,,ჯი-პი- აი ჰოლდინგი’’, ,,ალდაგი-ბი-სი-აი’’, ,,აი-სი ჯგუფი,’’,,ირაო’’ და ,,ქართუ ჯგუფი’’. ეს ის 5 სადაზღვეო კომპანიაა, რომლების 1 წლიანი საპილოტე პროგრამის ფარგლებში ფერმერებს მოსავალს სახელმწიფოს 5 მილიონიანი სუფსიდიის ფარგლებში დაუზღვევენ. სადაზღვეო კომპანიები ამბობენ, რომ სუბსიდირება აგროდაზღვევის მიმართ ფერმერების ინტერესი დიდია. საინფორმაციო კამპანია უკვე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ფერმერთა ნაწილი ინფორმაციის არარსებობის გამო პრობლემას უჩივის და ამბობს, რომ პროექტის პირობების შესახებ ჯერ ბევრი არაფერი სმენია.
სუბსიდირებული აგროდაზღვევა ხეხილს, ასევე მარცვლოვან, პარკოსან, ბოსტნეულ-ბაღჩეულ, კენკროვან, კაკლოვან, სუბტროპიკულ და ციტრუსოვან კულტურებს მოიცავს.