ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 153 603 427 ლარი შეადგინა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, “რთველი 2014” კახეთის რეგიონში დასკვნით ფაზაში შედის. 4 ოქტობრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ასევე 240 გლეხმა (თითოეულმა მათგანმა) 100 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო (მინიმალური შემოსავალი 50 119 ლარი, მაქსიმალური – 99 949 ლარი) 112 გლეხმა (თითოეულმა მათგანმა) 100 000-ს ლარზე მეტი შემოსავლი მიიღო (მინიმალური 100 659 ლარი, მაქსიმალური – 487 793 ლარი) ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 114 809 ტონა ყურძენი.
სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს – გადამუშავდა 92 371 ტონა ყურძენი და მოსახლეობის შემოსავლებმა რაჭასა და კახეთში შეადგინა 108 150 422ლარი.
“წელს რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა საფერავის ჯიშის ყურძენზე. ინდუსტრიულად გადამუშავდა 39 121 ტონა საფერავი. მხოლოდ საფერავის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 76 737 595 ლარი შეადგინა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე – 15 თეთრს”, – აცხადებენ სამინისტროში.