დღეს გურჯაანში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
კახეთი უკვე მეხუთედ უმასპინძლებს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთდროულად მიმდინარეობს. ფესტივალის ორგანიზატორი ამჯერადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთია“, რომლის ხელშეწყობით რეგიონში კულტურული სერვისების გასაუჯობესებლად სხვადასხვა პროექტები ხორციელდება.
ფესტივალის მხარდამჭერია გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საინფორმაციო მხარდაჭერას გაზეთი „კახეთის ხმა“ და ვებ პორტალი knews.ge უწევენ.
საფესტივალო პროგრამაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის, ქართველი რეჟისორების ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორების განცხადებით, დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე დასწრება სპეციალური აუდიტორიის გარდა ნებისმიერი მსურველსაც შეეუძლია.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით ფესტივალის კიდევ ერთი მიზანი საჯარო დისკუსიების ხელშეწყობაა.
საფესტივალო ჩვენებები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 10 ქალაქში მიმდინარეობს. მისი ჩატარება „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.