ახალი ამბები

შესაძლოა, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას ევროპული დიპლომი მიენიჭოს

ექსპერტთა ჯგუფი უნიციპალიტეტის გამგებელს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს, ფერმერთა ასოციაციისა და არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ვაშლოვანის ნაკრძალის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ის პროექტები, რომლებიც ვაშლოვანის ნაკრძალს უკავშირდება. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის, განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ დაწერს დასკვნას (ანგარიშს), რომლის შედეგადაც გადაწყდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების საკითხი.