სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თაფლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა დაიწყო
ამჯერად ქართული თაფლის ნიმუშები ლატვიაში, ქალაქ რიგაში გადაიგზავნა საანალიზოდ.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ლაბორატორიული კვლევის მიზანი თაფლში სხვადასხვა ნარჩენების, მათ შორის ვეტპრეპარატების ნაშთის კვლევაა. აღნიშნული პროცედურა ქართველ მეფუტკრეებს ევროკავშირის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება.