თელავში სკოლამდელი განათლების სტრატეგიის ვერსიები განიხილეს
შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო და განხილულ იქნა ადრეული და სკოლამდელი განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-2020 სამუშაო ვერსია.
ლიზი სოფრომაძე: რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.
,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ რეგიონში რათა ადგილზე გააცნონ დაინტერესებულ მხარეებს ეროვნული სტრატეგია, სკოლამდელი და ადრეული განათლების სამუშაო ვერსია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე კახეთის რეგიონებიდან მოწვეული სტუმრები.”