თესაუში პროექტის “ევროინტეგრაცია – გააზრებული არჩევანი” პრეზენტაცია გაიმართა
პროექტის ფარგლებში მოხდება მოხალისე სტუდენტების გადამზადება.
თამარ მიქელაძე, კახეთის რეგიონში პროექტის კოორდინატორი:
,,პროექტის მიზანი,ა მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის პროცესის გაცნობა. პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სტუდენტურ კონფერენციას, სადაც ისინი წარმოადგენენ საქართველოს მომავლის ხედვას 10 წლის შემდეგ”.
პროექტი დაფინანსებულია ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ მიერ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის სკოლების მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: ქართლში, იმერეთში აჭარასა და კახეთში.