მაღაროს სკოლაში სოლომონ დოდაშვილის მუზეუმი გაიხსნა
მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ამავე სოფლის შვილი, დავით უსუფაშვილი და სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაღაროს საჯარო სკოლას დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის სკოლა ეწვია. ხაშურის და მაღაროს სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომელშიც სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
დავით უსუფაშვილმა ის კლასი მოინახულა, სადაც სწავლობდა და სკოლაში სწავლის პერიოდი გაიხსენა.
სოლომონ დოდაშვილის სახელობის მუზეუმში ცენტრალური არქივიდან ის მასალები იქნება დაცული, რომლებიც დოდაშვილის შესახებ ინფორმაციას შეიცავენ. მუზეუმში ასევე განთავსდა იმ ეპოქის დამახასიათებელი ნივთები, რომელშიც სოლომონ დოდაშვილი მოღვაწეობდა.