თელავის მეორე სკოლას მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოები გადაეცა
გიორგი მოსიაშვილის თქმით, ორგანიზაცია სხვა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს:
,,დავიწყეთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი საგანმანათლებლო მიმართულებაა. ჩვენ მოვიძიეთ მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოები და გადავეცით მეორე საჯარო სკოლას. ამჟამად ვანხორციელებთ სკოლამდელი ასაკის დაწესებულებების მიმართულებით გარკვეულ სამუშაოებს. გარდა ამ საკითხებისა, ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია მოსახლეობის აქტიური ჩართვა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.’’