ყვარელში ENPARD-მა კოოპერატივების წევრებთან შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ყვარელში, სოფელ გავაზში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდენენ. შეხვედრის მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის მიმდინარეობის გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია Mercy Corps-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივ ფერმერებს საგრანტო პროგრამის – „ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ორგანიზაცია Mercy Corps – ის საქმიანობის არეალი 16 მუნიციპალიტეტს მოიცავს და 70 ფერმერული გაერთიანების დაფინანსებას ითვალისწინებს.