2015 წლიდან თამბაქო კვლავ გაძვირდება
“ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების და სიკვდილიანობის მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა. წელიწადში 11 ათასი ადამიანი იღუპება, აქედან 3 ათასი ადამიანი პასიური მწეველია. თამბაქოს კონტროლის შესახებ გაერო-ს ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ მუხლებთან ჩვენ უნდა მოვიდეთ შესაბამისობაში. მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით, კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ეტაპობრივად თამბაქოზე აქციზის ზრდა. ერთხელ ეს უკვე მოხდა მოხდა და შესაბამისი ეტაპი იქნება 2015 წელს. მომავალ წელს გათვალისწინებულია თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატება”, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.