ურეცეპტოდ წამლის გაცემა 500-1000 ლარით დაჯარიმდება
სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის განცხადებით, ადგილზე გაირკვა, რომ რაიონში აფთიაქების ნაწილს ახალი რეგულაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია არა აქვს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონტროლის ღონისძიებები პერმანენტულ რეჟიმში გრძელდება.
“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 374 მუხლის მიხედვით, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, – 1000 ლარის ოდენობით.