საპატრიარქომ დედოფლისწყაროში სკოლა გახსნა
სკოლის დამფუძნებელი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძეა, ხოლო სასწავლო დარგში მას #1 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მაია ლაპიაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც მეუფე მელქისედეკმა სკოლის გახსნისას განაცხადა, სამომავლოდ, ამავე ტერიტორიაზე პანსიონი გაიხსნება, სადაც საინგილოდან ჩამოყვანილი ბავშვები იცხოვრებენ.
საგანმანათლებლო დაწესებულება საუკეთესო ხარისხის ინვენტარით და ტექნიკით არის აღჭურვილი.
სკოლის ხელმძღვანელის, მაია ლაპიაშვილის განმარტებით, სკოლის ხარჯების ნაწილს საპატრიარქო დაფარავს, ნაწილს კი თანაგადახდის პრონციპით ბავშვების მშობლები. მოსწავლე თვეში 50 ლარს გადაიხდის, თუმცა მოქმედებს სხვადასხვა სახის შეღავათები.
„განსხვავებული ტიპის სწავლება გვექნება. გაძლიერებული უცხო ენა პირველივე კლასიდან და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგნებიც ჩატარდება. საღმრთო სჯულს თავად ეპარქიის მოძღვრები ჩაატარებენ,“ – განუცხადა ქიზიყი.ge-ს მაია ლაპიაშვილმა.