დუისში ძმამ და ცივი იარაღით დაჭრა
მას 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მოგვიანებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეჭვმიტანილი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს, პოლიციამ დააკავა.