თელავის მერმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე თვითმმართველი ქალაქის მერმა, მოქალაქეებს მერიის სტრუქტურა, დაწესებულებაში შექმნილი სამსახურები და მისი ხელმძღვანელები წარუდგინა.
პლატონ კალმახელიძემ ასევე მიმდინარე პროექტებზე,ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მერია მზად არის მოისმინოს ყველა თელაველის აზრი და რეკომენდაციები.
,,დაისვა კითხვები წყალთან დაკავშირებით, ასევე გარევაჭრობაზე, შუქნიშნების მოწესრიგებაზე ქალაქში. ასევე ვისაუბრეთ სოციალური კუთხით შექმნილ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე.’’
პლატონ კალმახელიძეს თქმითვე, ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმაზე, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
დამსწრე საზოგადოებამ შეხვედრა დადებითად შეაფასა, მათი თქმით, ქალაქის მერმა თავის თანამშრომლებთან ერთად დასმულ კითხვებს სათანადო და ამომწურავი პასუხები გასცა.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, მერის პასუხები მათ კითხვებზე ბუნდოვანი და დაუზუსტებელი იყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თელაველები ევროპული დემოკრატიისთვის” ხელმძღვანელის, გიორგი მოსიაშვილის თქმით, დასმულ კითხვებზე მან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო.
,,მე წყალთან დაკავშირებით დავუსვი კითხვა და ზუსტი პასუხი, თუ როდის მოგვარდება შექმნილი პრობლემა, ვერ მივიღე. გარდა ამისა სხვა საკითხების შესახებაც დავუსვი კითხვები რაზედაც პასუხები ვერ მივიღე,’’