თესაუში საჯარო ლექცია „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ჩატარდა
შეხვედრაზე ექსპერტებმა ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ძირითად პრინციპებზე, მიდგომებზე, გამოწვევებზე და გადამუშავების საკითხებზე ისაუბრეს.
რობერტ ბოდო, პროგრამის დირექტორი:
აღნიშნული საჯარო ლექცია მიზნად ისახავს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მიდგომების, პრინციპების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. პროგრამის ფარგლებში საჯარო შეხვედრები სწორედ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დავიწყეთ. ვფიქრობთ, პროექტი დაეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებაში. შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირებისა და ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერის მიზნით. პროექტი საქართველოს ორ რეგიონში – კახეთსა და აჭარაში მიმდინარეობს.“