ევროკავშირმა სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საშუალო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეებს.
საკონკურსოდ შერჩეულია წიგნები: მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“, უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“ და „ანე ფრანკის დღიური“.
მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მაქსიმუმ 3 გვერდის მოცულობის ლიტერატურული ესე სამი ზემოჩამოთვლილი ნაწარმოებიდან ერთ-ერთი შესახებ (3 A4 ზომის ნაბეჭდი გვერდი, შრიფტის ზომა 12).
ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maia.chitaia@actionprgroup.com. კონკურსი გახსნილად გამოცხადდება 2014 წლის 1 -დან 15 ოქტომბრამდე. გამარჯვებული ესეების ავტორები გამოცხადდება 27 ოქტომბერს დაჯილდოების ცერემონიაზე. დაგვიანებული ნამუშევრები არ განიხილება.
გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
პირველი სამი ადგილის მფლობელი – ელექტონული რიდერი;
მეორე სამი ადგილის მფლობელი – 100 ლარიანი ვაუჩერი წიგნის მაღაზიებში;
მესამე სამი ადგილის მფლობელი – 50 ლარიანი ვაუჩერი წიგნის მაღაზიებში;
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპული და ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშევრების პოპულარიზაციას, საშუალება მისცეს უფროსკლასელებს, გამოხატონ თავიანთი აზრი, განუვითარდეთ ლიტერატურის შესახებ მსჯელობის, ნაწარმოებში გადმოცემული პრობლემატიკის განზოგადებისა და თანამედროვე კონტექსტში დანახვის უნარი.
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით:
• წერის ზოგადი კულტურა, ტექსტის ორგანიზება
• გადმოცემული აზრის სისხარტე და ორიგინალობა
• წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების გააზრების უნარი
• შერჩეულ ნაწარმოებებში არსებითი, ძირითადი იდეების გამოკვეთა და მათი თანამედროვეობის კონტექსტში დანახვა.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია ქართველი მწერლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისგან, რომელთა ვინაობა, კონკურსის ობიექტურობიდან გამომდინარე, არ გამჟღავნდება