სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსი გამოცხადდა
WMTR პროგრამის ფარგლებში კახეთისა და აჭარის საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის ნარჩენების ინტეგირერებული მართვის თემატიკაზე კონკურსი ცხადდება. კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო ვიდეოები მათი შემდგომი გავრცელების მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე–9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებს;
რაც შეეხება კონკურსის დანარჩენ პირობებს: – კონკურსანტებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ნარჩენების ინტეგრირებული მართვის შესახებ (რა არის ნარჩენების ინტეგრირებული მართვა; რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების მართვა და რა შეუძლია გააკეთოს მოსახლეობამ ნარჩენების სწორი მართვის დასანერგად), მომაზადონ და ჩაატარონ მოკლე პრეზენტაცია იმავე სკოლის პირელ, მეორე ან მესამე კლასის მოსწავლეებისათვის ნარჩენების მართვის თემატიკაზე;
– გაკვეთილის შემდეგ ჩაწერონ მოკლე ვიდეოები (მაქსიმუმ 2 წუთი) , სადაც ბავშვები თავიანთი სიტყვებით გადმოსცემენ, თუ რას ფიქრობენ პატარები, რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების მართვა და რა შეუძლია გააკეთონ მათ და მათმა მშობლებმა ნარჩენების სწორი მართვის დასანერგად;
– გადაღებული ვიდეო (ან ბმული, სადაც ატვირთული იქნება ვიდეო) კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ა.წ. 20 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: natalia.partskhaladze@cenn.org;
– შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება ყველაზე ორიგინალურ და კრეატიულ ვიდეოებს;
გამარჯვებლი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, გამარჯვებულ სკოლებს კი გადაეცემათ წითელი, ლურჯი და ყვითელი ნაგვისყუთები რომელთა გადაცემა საზეიმო ვითარებაში მოხდება 19 ნოემბერს მსოფლიო სანიტარიის დღეს.