ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განიხილეს ეთნიკური უმცირესობების საკითხები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა ჯამბურია, შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობიოს საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს – უმცირესობების მჭიდრო დასახლებულ რეგიონში მინისტრის წარმომადგენელს ზაურ დარგალს და სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსს თინათინ ღოღელიანს. შეხვედრაზე მხარეებმა განხილეს 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა გამგეობას შესთავაზეს უმცირესობების საკითხებზე მუნიციპაოლიტეტის მასშტაბით სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც შემდგომ ჩაიდება ერთიან 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმაში.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით ერთობლივ სამომავლო პროექტებზე.