ახალი ამბები

თელავში უპატრონო ძაღლებისათვის თავშესაფარი აშენდება

თელავში მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება იწყება. როგორც მერიის ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ქალაქში უპატრონო ძაღლების თავშესაფარი აშენდება:
,,ექვს არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც თელავში აშენდება უპატრონო ძაღლების თავშესაფარი. იგი, ინფრასტრუქუტრულად აღჭურვილი იქნება და ყველა პირობა შეიქმნება ძაღლების სათანადოდ მოვლისათვის,’’- განუცხადა knews-ს გიორგი ახვლედიანმა.