“წინანდლის ძველ მარანს” ბაზრების მოძიებაში ღვინის ეროვნული სააგენტო ეხმარება
შპს ” წინანდლის ძველი მარანის“ ხელმძღვანელი ელდარ მილდიანი აცხადებს, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ძალიან ეხმარება და მათი დახმარებით შესაძლოა კომპანიამ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტიც კი გაფართოოს.
მილდიანი ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ კომპანია ჩინეთის ბაზარზე აქამდეც ახდენდა ღვინის რეალიზებას, ეხლა კი ბევრად დიდ მასშტაბებზეა საუბარი. მისი თქმით, ამჟამად კომპანიის საექსპორტო ქვეყნების სიას ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, კანადა და გერმანია წარმოადგენს.
როგორც მილდიანი აცხადებს, კომპანიის მიერ მიღებული სესხი საწარმოს გაფართოებას და მის ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდა. შპს “წინანდლის ძველმა მარანმა“ „შეღავათიანი აგროკრედიტებისპროგრამის“ ფარგლებში 480 000 დოლარის სესხი აიღო. კომპანია კახეთში, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარეობს.