თელავში ავარიას ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა
თელავში ავარიას ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხმიძმე ქალი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ავარია თელავის აეროპორტთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა. მანქანაში მყოფი ფეხმძიმე ქალი, რომლის მეუღლეც საჭეს მართავდა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ორ დაშავებულს კი, ოპერაცია ჩაუტარდა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი საჭეს ნასვამი მართავდა და ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა