„ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ წარმომადგენელი კურდღელაურში ,,ხევისუბნის” დასახლების დასუფთავებას ითხოვს
დღეს, სოფელ კურდღელაურში, ე. წ. ხევისუბნის დასახლება „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ წარმომადგენელმა და თელავის თემის საკრებულოს დეპუტატმა დავით თუშიშვილმა მოინახულეს. როგორც თუშიშვილმა განაცხადა, უკვე დიდი ხანია რაც ამ ტერიტორიების დასუფთავება არ ხდება:
,,პირველ ინიციატივას, რომელსაც „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ წევრები წარვადგენთ საკრებულო სხდომაზე, არის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გამოყოფა რათა დასუფთავდეს თელავის რაიონის ყველა სოფელი“.