სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროში რძის გადამამუშავებელი საწარმო დახურა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კახეთში კრიტიკული შეუსაბამობების გამო ორი საწარმო დახურა.
დედოფლისწყაროს რაიონული პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე – ი/მ “დიმა ჩალახეშაშვილის” და სოფელ ოზაანში – ი/მ “დავით ჩალახეშაშვილის” რძის პროდუქტების საწარმოებში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, რძის შენახვისა და დამუშავების ტემპერატურული რეჟიმი; კოროზირებული იყო ნადუღისა და სულგუნის მოსამზადებელი აბაზანა და ორთქლის მიმწოდებელი მილი; საწარმოებში აღმოჩნდა მწერები; ლაბორატორიული ანალიზის შედეგად რძეში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა).
აღნიშნული დარღვევების გამო ი/მ “დიმა ჩალახეშაშვილის” და ი/მ “დავით ჩალახეშაშვილის” რძის პროდუქტების საწარმოებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.