ლაგოდეხის 15 სოფელში 99 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ლაგოდეხში, 15 ტერიტორიულ ორგანოში 99 თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სოფელ ნინოგორის ყოფილი რწმუნებულის, თენგიზ სამხარაძის განცხადებით, ისინი სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ ბრძანება არ მიუღიათ. მისივე თქმით, სოფლებში რწმუნებულების აპატარი 14 ივლისიდან აღარ ფუნქციონირებს.
როგორც რადიო “ჰერეთს” მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ განუცხადა, რწმუნებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება თვითმმართველობის ახალი კანონის გათვალისწინებით მოხდა.
ჯამბურიას განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ნორმით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 15 თემში მოხდებაგამგებლის თითო წარმომადგენლის დანიშვნა, რომლებიც უშუალოდ იქნებიან პასუხისმგებელი მასთან.
ლაგოდეხის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების დანიშვნა მას შემდეგ მოხდება, რაც საკრებულო გამგეობის დებულებას დაამტკიცებს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო გამგეობის ახალ დებულებას 24 ივლისს განიხილავს.