სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეგულაციები წესდება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რეგულაციები დაწესება. დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტურად მუშაობისთვის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სადისპეჩერო ტრიაჟის” ამოქმედება სასწრაფოს ეფექტიან მუშაობას და მოსახელობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულად მიწოდებას შეუწყობს ხელს.
როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაგანაცხადა მეთოდოლოგია განვითარებულ ქვეყნებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. საქართველოში კი ამ პროექტის პილოტირება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება და მომავალი წლის დასაწყისისთვის შევა ძალაში. დავით სერგეენკომ ყურადღება პირველადი ჯანდაცვის ბირთვის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, თუკი ოჯახის ექიმი მოსახლეობას ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობა შემცირდება.