საჯარო სამსახურში მიღების წესები იცვლება
საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავას განცხადებით
„ ეს არის ძირითადად ევროპული ქვეყნების მოდელი, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბალტიისპირეთი, ამ ქვეყნების მაგალითზე, მათი რეფორმის განზოგადების შედეგად მოხდა ჩვენი რეფორმის მნიშვნელოვანი სისტემის ჩამოყალიბება“.- განაცხადა ქარავამ
რეფორმა მიზნად ისახავს გამართული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და ისეთი საკითხების რეგულირებას, როგორიცაა: საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა, საჯარო სამსახურში მიღება, კლასიფიკაციის სისტემა, ანაზღაურების სისტემა და საჯარო მოხელეების მართვა.