ახალი ამბები

თინა მეგრელიძის ლექცია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საჯარო ლექციების ციკლი თელავში დასასრულს უახლოვდება. დაინტერესებულ აუდიტორიას ვიწვევთ 10 ივნისს ბოლო ლექციის მოსასმენად, ხოლო 17 ივნისს დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის ჩვენება/განხილვა.

10 ივნისი, 2:00 სთ
თინა მეგრელიძე: “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში”

ლექციის მიმოხილვა: საეკლესიო პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად ჩნდება გარკვეული კითხვები ქრისტიანობაში ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ. ლექციის მიზანია წარმოაჩინოს თანასწორობის იდეა მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით. განხილული მაგალითების საფუძველზე ვიმსჯელებთ, თუ რითი აიხსნება პრაქტიკაში არსებული არათანსწორი დამოკიდებულება ქალებისადმი – კონტექსტუალური/პატრიარქალური მიზეზებით თუ თეორიული საფუძვლებით. ლექცია ამტკიცებს, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო პირველი, ვინც პატრიარქალური დამოკიდებულებები შეცვალა ქალების მიმართ, რაც არაერთხელ არის ხაზგასმული სახარებაში, შემდგომში კი ასახულია მართლმადიდებლურ დოგმატიკასა და სწავლებაში. 

თინა მეგრელიძე: თეოლოგიის მაგისტრანტი, ფემინისტური მისიოლოგიის სპეციალისტი. მუშაობს ქალთა საკითხებზე პოსტ-საბჭოთა სივრცესა და მართლმადიდებლურ თეოლოგიაში.