ახალი ამბები

თელავში კონფერენცია „ჩემი ეკო ქალაქი“ ჩატარდა

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცეტრში კონფერენცია „ჩემი ეკო ქალაქი“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თელავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა. კონკურსი, რომლის ორგანიზატორი იყო „ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველო“, ჩატარდა “BP”–სა და მისი პარტნიორების მიერ თანადაფინანსებული „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტი“-ს ფარგლებში.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ და ევროკომისიის „მერების შეთანხმების“ აღმოსავლეთ ოფისის – თბილისის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ვიდეო: