დაზიანებული ხიდი და ჩამოშლილი გზა – გომეწრის ხეობიდან დახმარებას ითხოვენ
თუშეთში, გომეწრის ხეობაში, ე.წ. ბეღელას ხიდის მდგომარეობაზე ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
„თუშეთში, გომეწრის ხეობაში, ე.წ. ბეღელას ხიდზე გწერთ და გიგზავნით ფოტო-ვიდეო მასალას. იქნებ გააშუქოთ თქვენც და როგორმე მოგვარდეს ეს პრობლემა“, – ამ შინაარსის მიმართვა მიიღო „კახეთის ხმამ“ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან.
ლუკა იჩუაძის მიერ მოწოდებულ ფოტოებსა და ვიდეოში ჩანს, რომ ხიდი დაზიანებულია – გადასასვლელის ბურჯები მწყობრიდან არის გამოსული, მისასვლელი გზა ჩამოშლილია, ხოლო ხიდის ქვემოთ რამდენიმე მეტრში ადიდებული მდინარე მიედინება. არსებული მდგომარეობა, ადგილობრივების შეფასებით, საფრთხეს უქმნის გადაადგილების უსაფრთხოებას.
„კახეთის ხმა“ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პოზიციის გარკვევას შეეცდება.

