ახალი ამბები

განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმის ფასი დაადგინა

განათლების სამინისტრომ განისაზღვრა სასკოლო ფორმის ფასები, რომლის მიხედვითაც, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტი, რომელიც ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან შედგება, 95 ლარი ღირს, ხოლო გოგოს კომპლექტი – პიჯაკი, შარვალი და კაბა – ასევე 95 ლარი.

ბრძანების მიხედვით, რომელიც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამოსცა განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) – 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) – 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) – 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) – 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) – 25 ლარი.

როგორც, ბრძანებაშია აღნიშნული, დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.

სასკოლო ფორმებს სამინისტრო ჩინური კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს.

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება 2026-2027 წლიდან. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები.