ახალი ამბებისტატიები

გასული საუკუნის ტრაგედია განმეორდა – თელავი, 12 ივლისი

2026 წლის 12 ივლისს მოვარდნილმა ღვარცოფმა – რომელსაც ქვა-ღორღი მოჰყვა, – მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი. სერიოზულად დაზიანდა ორი ქუჩა – კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. გამოცხადდა ევაკუაცია. მსხვერპლი არ არის, თუმცა ზარალი დიდია.

დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. განადგურებულია მათი ქონება. გარდა ამისა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები.

ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუწყდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობენ. დილიდან უკვე დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობენ. დილიდან მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტქიის მასშტაბები იმდენად დიდი იყო, ქალაქი სრულად პარალიზებული გახდა. მთავარი სატრანსპორტო არტერია გაჩერდა, სათავე ნაგებობიდან ჩამოშლილმა ქვა-ღორღმა ქალაქის ქუჩები სრულად ჩაკეტა. ორი სამედიცინო ცენტრი გარესამყაროს მოწყვიტა.

თელავის სტიქიის დროს დახმარების მიზნით ადგილობრივმა მთავრობამ მაშინვე შექმნა რეაგირების შტაბი, თუმცა ლოკალურად სამუშაოების სირთულის გამო საგანგებო სამსახურებისა და მთავრობის მობილიზაცია სწრაფად მოხერხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობისა და ინფტრასტრუქტურის მინისტრები, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები.  სტიქიის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

სტიქიის შედეგებს ქალაქი ჯერ კიდევ ებრძვის, თუმცა ჩნდება კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ამხელა ზიანის თავიდან არიდება? ამ თემაზე მედია გამოცემა „კახეთის ხმა“ ათეულობით სტატია, ვიდეო და ფოტომასალა აქვს მომზადებული.

წლების განმავლობაში ექსპერტები, სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას ამ საკითხის გადაჭრისათვის ქმედითი ღონისძიების გატარებას სთხოვდნენ, თუმცა საჭირო სამუშაოები არ გატარებულა.