კვადროციკლით გადაადგილებისას ორი მოზარდი დაშავდა
კვადროციკლით გადაადგილებისას ორი მოზარდი დაშავდა. შემთხვევა საღამოს, ახმეტაში მოხდა, ერთ-ერთი დაშავებული თბილისში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი შეფასებით მისი მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრამვა მიიღო და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც სამედიცინო პერსონალმა განმარტა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი თბილისში გადაყვნა იგეგმება.
მეორე დაშავებულს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
