ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ისინი ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან.
საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე, ჩარლზ იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა ასევე იგეგმება, აგრეთვე, რელიგიურ ლიდერებთან.
„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე, ასევე ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდაზე“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.