26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ამავე დღეს იგეგმება ოპოზიცური ალიანსის შეკრება საქართველოს დედაქალაქში.
თელავში ღონისძიებები 12.00 საათიდან, ერეკლე მეორეს მოედანზე დაიწყება.
დაგეგმილია მეწარმეთა გამოფენა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, წარმოდგენილი იქნება 3D მაკეტი მოძრავი ელემენტებით, რომელიც აჩვენებს, რა გზას გადის ელექტროენერგია მომხმარებლამდე.
თელავში 26 მაისის ღონისძიება საღამოს, გალა-კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები მიიღებენ. 


