ახალი ამბები

გურჯაანის ფერმაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა.
 მიზეზი ცოფიანი ძაღლის მიერ პირუტყვის დაკბენა გახდა. ძაღლის სიკვდილის მიზეზი ლაბორატორიულად დადასტურდა და ცოფის გამო მიმდებარე ტერიტორიასთან კარანტინი გამოცხადდა.
ამჟამად ტერიტორიის დასამუშავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. ცხოველების ყოველწლიური ვაქცინაციის ფარგლებში, წელს, დაახლოებით, 130 ათასი ძაღლი და კატაა აცრილი და პროცესი კვლავ მიმდინარეობს