ნეტგაზეთს კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა
ქართულ ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთს“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელიც პატიმრობაშია, შვედურმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Civil Rights Defenders-მა წლის უფლებადამცველის საერთაშორისო ჯილდო გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია შვედეთში, სტოკჰოლმში დღეს, 18 მაისს, გაიმართა – ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
შვედური საერთაშორისო ორგანიზაცია Civil Rights Defenders-ი მუშაობს დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული საქმიანობისთვის ჯილდოს ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს 2013 წლიდან გადასცემენ.
პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადაეცა.
მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში სამი საჩივარია შესული: არასათანადო მოპყრობაზე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის უკანონოდ გამოყენებაზე და ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით.

