გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სამების ეკლესიასთან მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი, ხოლო ერთი პირი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. არიან დაშავებულებიც.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო ,სახანძრო სამსახურები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

