ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო საქართველოში: ილია მეორის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილი საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდება.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე გარდაიცვალა.