ახალი ამბები

მთავრობამ ავტოიმპორტის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი შეცვალა

ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული მორიგი ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა. კერძოდ, 2026 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებიდან ამოიღეს მუხლები და პუნქტები (პირველი მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები და მე-2 მუხლი სრულად), რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს კრძალავდა.

I მუხლის მე-2 პუნქტში ეწერა: „საქართველოში დაშვებულია მხოლოდ 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით M1 კატეგორიის ავტომობილების პირველადი ან/და დროებითი რეგისტრაცია. სააგენტოს მიერ დასკვნა M1 კატეგორიის ავტომობილებზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას და მისი წლოვანება არ აღემატება 6 წელს“.

მე-5 პუნქტში კი ჩამოთვლილი იყო ის ქვეყნები, საიდანაც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების ექსპორტი იკრძალებოდა.

ერთი თვის წინ გამოცემული მთავრობის დადგენილების მეორე მუხლი კი, რომელიც სრულად ამოღებულია აკრძალვის მოქმედების ვადებს და იმ გამონაკლისებს განსაზღვრავდა, რომელიც შეზღუდვისას იმოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა და სამაგიეროდ ამ ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი 5.6-ჯერ გაზარდა. „ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე და ჰაერის სისუფთავეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.