გადაიხედება თუ არა პურ-პროდუქტების ფასები
„პურ-პროდუქტების ფასები ჩვენთან შედარებით სტაბილურია“, – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარი“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, საქართველოში პურ-პროდუქტების ფასები, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დაბალია. მისი თქმით, ფასების გადახედვის საჭიროება არ არსებობს.
„[ფასების შემსწავლელ] კომისიაზე არ მიგვიწვიეს. ვთვლი, რომ იმიტომ არ მიგვიწვიეს, რომ სხვა პროდუქტებთან შედარებით, პურ-პროდუქტებს სტაბილური ფასი აქვს. თუ შევადარებთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ფასებს, ჩვენთან ფასები შედარებით სტაბილურია. მასიური წარმოების პროდუქციაზე ფასები ჩვენთან უფრო დაბალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც პურზე დამატებითი ღირებულება მოხსნილია, ან ხორბალს დიდი რაოდენობით აწარმოებენ და ყიდიან.
ვთვლიდი, რომ ჩვენი გამოცდილებით დაინტერესდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, შეხვედრაზე არ ვიყავით მიწვეულები. მე ვთვლი, რომ პურ-პროექტების ფასები გადასახედი არ არის. საუბარია მასობრივი წარმოების პურზე [ბატონი], რა თქმა უნდა, არის საცხობები, სადაც უგლუტენო პური 12 ლარიც ღირს, ეს დიდ ფასად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის წარმოებული და შემოტანილია.
რაც შეეხება მარაგებს, ძირითად ქარხნებს, რომელიც თბილისს ამარაგებს, დაახლოებით 2 კვირის მარაგი ფქვილი აქვს. ეს ქარხნები სტაბილურად მუშაობენ, მასიური პროდუქციის ფასი არის ზოგან 1.2 ლარი, ზოგად 1.3 ლარი და ეს ფასი დიდი ხანია სტაბილურად უჭირავთ. თუმცა, წამოვიდა ახალი ასორტიმენტი, ზოგი ღირს 1.5 ლარიანი, 2 ლარი და ა.შ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

