3-5 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3-5 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.

