ახალი ამბები

საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედანი 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ცენტრში უნდა მოეწყოს გუნდებისთვის და მსაჯებისთვის გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი და ტექნიკური სათავსოები.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.