თელავში ხანძარს 75 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა
თელავში ხანძარს 75 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა.
ახვლედიანის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ერთი საათის წინ გაუჩნდა.
ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სახლში ასაკოვანი ქალი და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ.
მამაკაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო, ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, ქალს გადაადგილება უჭირდა და მან ალმოდებული სახლის დატოვება ვერ მოახერხა.
ადგილზე მისულ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დროისთვისაც იმყოფება.
ადგილზე კვლავ რჩება პოლიციაც, რომელიც ხანძრის წარმომშობ მიზეზებზე გამოძიებას დაიწყებს.
