ახალი ამბები

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი იწვის

ამ წუთებში ხანძარია თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია.

თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში ქალია დარჩენილი. მისი მდგომარეობის შესახებ, ამ წუთისათვის ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახური იმყოფება, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. ადგილზეა პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.