ახალი ამბები

დედოფლისწყაროში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საკონდიტრო საწარმოში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები – ინდმეწარმე ლ. ნ. (მის: ჰერეთის ქ. N43, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების წესისა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული სხვა მოთხოვნების დარღვევით ამზადებდა საკონდიტრო ნაწარმს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მოქალაქეს, რომლისგანაც ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, არაგეგმური ინსპექტირების შედეგები წერილობით ეცნობა.