თესაუში ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიკროზონების მიხედვით, საკუთარ საფუარზე დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
,,პირველად საქართველოში-მიკროზონების მიხედვით, საკუთარ საფუარზე დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 10 მიკროზონიდან თესაუს ღვინის მარანში უკვე დამზადებულია 40 ღვინო, თითო მიკროზონიდან 4 სახეობის, მათ შორის ერთი, ველურ საფუარზე. პროექტი 2023 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია, პროექტის ხელმძღვანელმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო ვეფხიშვილმა ჩაატარა” – წერს უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში.
ღვინოების დეგუსტაცია სხვადასხვა ღვინის ქარხნებიდან მოწვეულმა დეგუსტატორებმა მოაწყვეს.

