ახალი ამბები

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიებისთვის ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე, ბილიკებზე, უსაფრთხოების წესებსა და სერვისებზე.

ვიზიტორთა ცენტრში განთავსებული იქნება საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები.

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.