ახალი ამბები

რატომ მისდით მოქალაქეებს გაზის გაზრდილი გადასახადი – ენერგოომბუდსმენის განმარტება

ენერგოომბუდსმენის სამსახურის განმარტებით, ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. რაც შეეხება გაზრდილ ხარჯს, ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:

მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა;
მრიცხველის ტექნიკური დაზიანება;
კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა, გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი;
ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.
ამასთან, სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის აპარატს.

ხოლო მიმართვის შემთხვევაში, სამსახურის განცხადებით: დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა; შეფასდება დარიცხვის კანონიერება; ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდებათ სადაო თანხის გადაუხდელობის გამო — დავის დასრულებამდე.